Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტში მონაწილეობის მისაღებად ცხადდება შერჩევა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის 2 სტუდენტის გამოსავლენად

 


მოგესალმებით,
 
გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა იწყებს სტუდენტურ პროექტს „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა იურისტების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება, სტუდენტების პროფესიული წინსვლისა და პიროვნული განვითარების მხარდაჭერა, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზების შესაძლებლობა, სტუდენტებში პროკურატურის საქმიანობის სანდოობისა და გამჭვირვალობის გაზრდა. 
სტუდენტები ჩაერთვებიან და მონაწილეობას მიიღებენ პროკურატურის მიერ ორგანიზებულ, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ აქტივობებსა და ღონისძიებებში. (პროექტის დეტალური აღწერა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში). პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 2-2.5 თვეს.


პროექტში მონაწილეობის მისაღებად ცხადდება შერჩევა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის 2 სტუდენტის გამოსავლენად


უპირატესობა მიენიჭება მაღალ აკადემიურ მოსწრებასა და იმიტირებულ პროცესებში მონაწილების გამოცდილებას.
წარმოსადგენი დოკუმენტები:

1. CV
2. სამოტივაციო წერილი

განაცხადები მიიღება 4 მარტის ჩათვლით.
განაცხადი უნდა გაიგზავნოს მეილზე: ana.kharaishvili@tsu.ge    
წერილის სათაურში მიუთითეთ: „პროექტი“
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ანა ხარაიშვილს - 577 47 55 15

დანართი